ხვალ პარლამენტთან აქცია “სოლიდარობა ეკა ბესელიას“ იგეგმება

არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა მოძრაობა“ დეპუტატ ეკა ბესელიას მხარდაჭერას უცხადებს და ხვალ პარლამენტთან სოლიდარობის აქციას აანონსებს.

“ვთვლით, რომ საზოგადოების მკაფიო პროტესტია საჭირო იმაზე, რაც ხდება ეკა ბესელიას წინააღდეგ დღევანდელ პარლამენტში. ამიტომ, ვისაც გსურთ სოლიდარობა გამოხატოთ, 27 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე გელოდებით პარლამენტის შესასვლელთან.

ასევე, ერთად დავგმოთ ყველა იმ პოლიტიკოსის ქცევა, ვინც მუდმივად ცდილობს პოლიტიკოსი ქალის შერცხვენას და შანტაჟს! განსაკუთრებულად ველოდებით პოლიტიკოსი ქალების სოლიდარობის გამოხატვას საჯაროდ და გვაქვს იმედი, რომ ხვალ ჩვეს გვერდით ისინი, პარტიული კუთვნილების მიუხედავდ!“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატ ეკა ბესელისა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის ფიზიკური დაირისპირება მოხდა.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სისხლიანი გარჩევა რუსეთში - დაღუპულია ხუთი ჩეჩენი