რატომ გადაეცა უცხოურ კერძო კომპანიას საქართველოს მოქალაქეების თითის ანაბეჭდების ბაზა

ბაზა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების თითის ანაბეჭდები არის დაცული, განსაახლებლად ბელორუსულ კომპანიას გადაეცა, – იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.

მისივე ცნობით, შპს „ტოდე“ ასე ჰქვია ბელარუსულ კომპანიას, რომელთანაც შს სამინისტრომ ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით ოფიციალურად 19 ივლისს გააფორმა. კომპანიის მიზანია საქართველოში არსებული საექსპერტო–კრმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა. 

როგორც ტელეკომპანია „პირველი“ იუწყება, ბელარუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებები შს სამინისტრომ მაისში დაიწყო, როცა მინისტრის პოსტს გიორგი გახარია იკავებდა. „ეს ის პერიოდია, როცა „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. წერილის ექსპერტიზის პირველი ნაწილი ლონდონში უკვე დასრულებულია და იმის დასადგენად არის თუ არა მასზე გახარიას თითის ანაბეჭდები ეს დასკვნა საქართველში არსებულ თითის ანაბეჭდების ბაზას უნდა შეადარონ“, – იუწყება  ტელეკომპანია „პირველი“.

ოპონენტების განცხადებით, გახარია შესაძლოა, საკუთარი თითის ანაბეჭდების გაყალბებას ცდილობდეს და სწორედ ამას უკავშირდებოდეს „ტოდესთან“ ხელშეკრულების გაფორმება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს