ზალკალიანი -ლავროვთან შეხვედრაზე: "გადავწყვიტეთ შეხვედრა, რადგან ეს პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, რუსეთისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, რუს კოლეგასთან შეხვედრის თაობაზე თბილისს კონსულტაციები ჰქონდა ევროპელ პარტნიორებთან და მიიღო გადაწყვეტილება გადაედგა ეს ნაბიჯი, რადგან  "ეს პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, რუსეთისთვის პირდაპირ ეთქვა სათქმელი". 

“გუშინ შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან მქონდა შეხვედრა, სადაც მათი მხრიდან იყო ინიცირებული შესაძლებლობა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის და ამ საკითხებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასთან არის დაკავშირებული და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციასთან, გვემსჯელა ამ შეხვედრაზე, რომელიც დაორგანიზებული იქნებოდა შვეიცარიის მისიის მიერ და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ამაზე, ჩვენ რა თქმა უნდა, ასევე კონსულტაციები გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან, ევროპელ პარტნიორებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან და გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა იქნებოდა ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი, ანუ ის მდგომარეობა, სიმართლე, რაც არის დაკავშირებული იქ შექმნილ მძიმე მდგომარეობასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსჯელეთ ყველაფერზე. მსჯელობის ძირითადი თემა იყო დეოკუპაცია, უკანონო ბორდერიზაცია, ასევე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ბევრი პრობლემური საკითხი, მათ შორის, რაც არის დაკავშირებული ჟენევის მოლაპარაკებებთან, საქართველოს პოზიციასთან და საქართველოს პოზიციასთან მიმართებით რუსეთის დამოკიდებულებასთან. ბუნებრივია, ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ შეხვედრის შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებს და გავაგრძელებთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სიტუაციის დეესკალაციისკენ.“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის: ნიუ–იორკში, სადაც გაეროს გენასამბლეის რიგით 74–ე სესია მიმდინარეობს, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები გაიმართა.  საგულისხმოა, რომ ეს ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების პირველი კონტაქტი იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანთან საზღვარზე აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა