ბესელია კადრების ატვირთვაში ზარდიაშვილის კვალს არ გამორიცხავს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ატვირთვაში უმრავლესობის დეპუტატ "ვანო ზარდიაშვილისა და მისი კლანის კვალს" არ გამორიცხავს. ამის შესახებ ბესელიამ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა. 

„ამ ხელებით, რომელიც დღეს ზარდიაშვილს მოხვდა, დეკემბერში მე გავაჩერე მოსამართლეთა ის 10 –კაციანი სია იმიტომ, რომ ვიცოდი, ეს რა უბედურება იქნებოდა ჩემი ქვეყნისთვის. მე ამის სანაცვლოდ თანამდებობა დავტოვე. ვიდრე ეს სასამართლოს ოკუპაციის პროცესი არ იქნება შეჩერებული,  მზად ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა დამჭირდება თუ არ ვიცი რა ტიპის ნაბიჯი შეიძლება გადავდგა. გამივლია ტყვიების წვიმაში ისე, რომ თავი არ დამიხრია... ამ პროცესს არ ჩამოვშორდები. ამისთვის ავრცელეს ის კადრებიც, რომლის გავრცელება სააკაშვილმა ვერ გავიდა თავის დროზე, თორემ მასაც ჰქონდა შენახული. [...] 8 თვე გავიდა და ეს საქმე რომ დღემდე არ გაიხსნა, ჩემი ეჭვები ღრმავდება და მიდის იქეთკენ, რომ ამაში შეიძლება, მართლაც ერიოს ხელისუფლების ხელი. მიჭირს პირდაპირ ამის თქმა, რადგან გარდა ლოგიკური დაშვებისა, არ მაქვს არანაირი მტკიცებულება", – განაცხადა ბესელიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"