მედია – ისრაელმა საქართველო ებრაელი ტურისტებისთვის საფრთხის შემცველი ქვეყნების სიაში შეიყვანა

ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრმა წინასადღესასწაულოდ ტრადიციულად გამოაქვეყნა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებშიც გამგზავრებაც ისრაელის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით რეკომენდებული არ არის. ამ პრაქტიკის ისტორიაში პირველად, ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა, –იუწყება ებრაული ტელეარხი “ITON TV”. 

მისივე ცნობით, ისრაელის ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრი პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალი უწყებაა, რომელსაც დასკვნები სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებიდან მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოაქვს. 

"აქცენტი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც შემდეგი განაცხადეს: 

„ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა კერძო პლატფორმაზე. აღნიშნული ინფორმაცია და ეს მონაცემები, რომელიც ამ კერძო პლატფორმაზეა გამოქვეყნებული, არ ეყრდნობა ისრაელის არც ერთი ოფიციალური სამსახურის ინფორმაციას“.

 



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
9-15 დეკემბრის ამინდის პროგნოზი