ბესელიამ დაასახელა დეპუტატი, რომელიც მისი თქმით, მოსამართლეებზე ივანიშვილისა და მის შეხვედრას ესწრებოდა

დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, მის საუბარს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან მოსამართლეების თემაზე უმრავლესობის წევრი, დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ესწრებოდა.

"შეხვედრას, სადაც ვთქვი, რომ "ამ სიას თქვენ არ გაგატანინებთ" და როცა ვთქვი, რომ მე გადავდგებოდი კიდეც...თამარ ჩუგოშვილი. არ ვიცი, თამარი ამას დაადასტურებს თუ არა, მაგრამ ის ესწრებდა ამ საუბარს. სხვათა შორის, მასაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა",– განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, მან მიიღო პირობაა, რომ მეორედ წარმოდგენილ სიაში მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე არ მოხვდებოდა. საუბარია უზენაესი მოსამართლეების კანდიდატების 10–კაციან სიაზე, რომლის განხილვაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჩააგდო. მაშინ კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იყო. მას შემდეგ რაც სია ხმაურის და პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველი გახდა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ის უკან გათხოვა. თავად ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. 

როგორც ბესელია ამბობს, მას მითითებულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა, წარდგენილი 10–კაციანი სიიდან 5 კანდიდატი "მაინც გაეყვანა".

"ვიკითხე, ამ ხუთ კაცში ჩინჩალაძეც არის?", მითხრეს, "კიო" ვუთხარი, რომ არც ერთ შემთხვევში არ გავატანინებდი ამ სიას",– განაცხადა ბესელიამ "მთავარი არხის" სიაში.  

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი თავად ბესელიას სდებს ბრალს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხუთი მოსამართლის გაყვანა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო.   

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"