თბილისის რომელი უბნები დარჩება 27 სექტემბერს უშუქოდ

27 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების II და IIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის, გობრონიძის (ნაწილობრივ), გმირ კურსანტთა, ხევძმარის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას IV, VI კვარტლების, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ქავთარაძის, ზურაბ ანჯაფარიძის, იყალთოს, ბახტრიონის, კოსტავას, თამარაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, ირინა შტენბერგის, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, მერაბ ქვილითაიას, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, რევაზ მამისაშვილის, გიორგი გვაზავას, ეკატერინე ბაღდავაძის, ენუქიძის, გიორგი ოდიშელიძის, გუმათჰესის, პაატა გუგუშვილის, ცისკარიშვილის, იდუმალის, ნიკოლოზ აფხაზის, თურაშაულის, მოსტკოვის, ლევან რაზიკაშვილის, ენგურჰესის, მებაღეობის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიქტორ კუპრაძის და ღლონტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და დისევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება მცხეთის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"