სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. გმირთა მემორიალთან დილიდან იკრიბებიან საქართველოს მთავრობის წევრები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები და პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მშვიდობა არის ის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის.

მთავრობის მეთაურის თქმით, თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ეს ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა.

„თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, არ აქვს მნიშვნელობა თაობას, ეს ის დღეა, როდესაც 26 წლის წინ 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. რა თქმა უნდა ამის შემდგომ ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ, გავიზარდეთ, როგორც ჩვენ, ასევე აფხაზები. ბევრი რამ გვაერთიანებს და გვაერთიანებს იმის გაგება და შეგრძნება, რომ ომი იყო ჩვენი ყველაზე დიდი ტრაგედია. ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შემდგომში უნდა ავაშენოთ ერთიანი სახელმწიფო. ეს არის კიდევ ერთი ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობა არის ის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ, ომი არ არის გამოსავალი, 24 საათიანი მძიმე შრომა, ქვეყნის აშენება, დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერი საქართველო, ერთიანი საქართველო, ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთად უნდა ვემსახუროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იზოლატორში ლიკვიდაცია იგეგმებოდა"