ფაშინიანმა მხარდამჭერებს სასამართლოების შენობების ბლოკირების შეწყვეტისკენ მოუწოდა

მთავრობაში გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომელიც სომხეთის სასამართლო სისტემის რეფორმირების აუცილებლობას ეხებოდა, პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოუწოდა მხარდამჭერებს სასამართლოების შენობების დილიდან დაწყებული ბლოკირება შეწყვიტონ.

„დღევანდელმა აქციამ თავის მიზანს მიაღწია: დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების პროცესი დაწყებულია და უკვე შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ყველანი მიყვარხართ, იყავით სულით მტკიცენი“, – ნათქვამია მხარდამჭერებისადმი ფაშინიანის მიმართვაში.

ცნობისთვის: დღეს დილით ფაშინიანმა გააკეთა განცხადება ქვეყნის სასამართლო სისტემის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ სადღეისოდ სომხეთში ხელისუფლების ორი ლეგიტიმური შტოა  – საკანონმდებლო და აღმასრულებელი, მესამე კი – სასამართლო „ძველი კორუმპირებული სისტემის ზეგავლენის ქვეშ რჩება“. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp