საქართველოში აშშ–ის საელჩო ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას მიესალმება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მიესალმება შეხვედრას საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც შვეიცარიის საგარეო უწყების შუამავლობით შედგა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეაჩეროს უკანონო ოკუპაცია და შეამციროს დაძაბულობა“, – აცხადებენ საელჩოში.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 26 სექტემბერს შეხვდა. შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა, თუმცა ამ დროისთვის ცოტა რამ არის ცნობილი. როგორც ზალკალიანი ამბობს, მან დეოკუპაციაზე ისაუბრა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს საქართველოსა და რუსეთს შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრაა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა