კარასინი შესაძლოა, პრაღის ფორმატში ახალი სტატუსით ჩაერთოს

რუსეთ–საქართველოს მოლაპარაკებათა პრაღის ფორმატის ბედი ამ დრომდე გაურკვეველი. გამორიცხული არ არის, რომ კრემლმა ამ მიმართულებით მუშაობის მისია კვლავ გრიგორი კარასინს დაუტოვოს, – იუწყება „ კომერსანტი“.

ცნობისთვის: სექტემბრის დასაწყისში კარასინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა და სამუშაოდ ფედერაციის საბჭოში გადაინაცვლა. ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ ჩაანაცვლებდა მას პრაღის ფორმატში,მოსკოვს ამ დრომდე არ გაუვრცელებია. ამ კონტექსტში არაოფიციალურად დასახელდა რუდენკო .

თუმცა როგორც გამოცემის წყარო იუწყება, მისია შეიძლება, კვლავ გამოცდილ გრიგორი კარასინს დაუტოვონ, რომელსაც ამასთანავე ქართველ კოლეგა ზურაბ აბაშიძესთან კარგი ადამიანური ურთიერთობებიც აკავშირებს. 

ამასთან, წყაროს ცნობით, კარასინს შესაძლოა, თანამდებობა შეუცვალონ და აბაშიძის მსგავსად, საქართველოსთან ურთიერთობებში სპეცწარმომადგენლად დანიშნონ.

საბოლოო გადაწყვეტილება კარასინთან და ზოგადად პრაღის ფორმატთან დაკავშირებით ამ დრომდე არ არის მიღებული, დასძენს "კომერსანტი". 

ცნობისთვის: ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების ფორმატი 2012 წლიდან დაიწყო. საქართველოს მთავრობამ რუსეთ-საქართველოს შორის არაფორმალური დიალოგის ეს ფორმატი "სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად" შექმნა. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა