29 სექტემბერს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, "თბილისიმარათონი 2019"-დან გამომდინარე 29 სექტემბერს, 09:00 საათიდან 13:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 

შეზღუდვა შეეხება: კრწანისის მოედანს (ნაწილობრივ), გორგასლის ქუჩას, კ. აფხაზის ქუჩას, თავისუფლების მოედანს, რუსთაველის გამზირს, მ. ჯავახიშვილის ქუჩას, გალაკტიონ ტაბიძის ხიდს, კ. მარჯანიშვილის ქუჩას, აღმაშენებლის გამზირს (მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირამდე), ბაქოს ქუჩას, მ. წინამძღვრიშვილის ქუჩას, ზაარბრიუკენის მოედანსა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს.

მოძრაობის შეზღუდვის გამო დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც:

ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები N50 და N71 კრწანისის მოედნიდან კვლავ უკუმიმართულებით გაბრუნდებიან. ხოლო, ავტობუსები N44, N55, N80 და N102 კრწანისის მოედნიდან მოძრაობას განაგრძობენ ჯერ ჰოლბრუკის ქუჩაზე, შემდეგ ქეთევან დედოფლის გამზირზე, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ანალოგიურად, N31 ავტობუსიც კრწანისის მოედნიდან გაივლის ჰოლბრუკის ქუჩას და ქეთევან დედოფლის გამზირს, რის შემდეგაც მოძრაობას განაგრძობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და კვინიტაძის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირზე მოხვდება.

ვაკე-საბურთალოდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი მარშრუტები მელიქიშვილის გამზირიდან კოსტავას ქუჩაზე ჩაუხვევენ (ფილარმონიასთან) და უკანვე გაბრუნდებიან.

ჩუღურეთის რაიონისა და ცოტნე დადიანის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ ნიკო ფიროსმანის, ივანე ჯავახიშვილისა და გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით.

ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის ხეთაგუროვის ქუჩასა და ბარათაშვილის ხიდს.

აეროპორტისკენ მოძრავი N37 ავტობუსი ავლაბარს გმირთა მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩით დაუკავშირდება. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, იგი ავლაბრის შემდგომ გაივლის მტკვრის მარცხენა სანაპიროს და თამარ მეფის გამზირზე გენერალ კვინიტაძის ქუჩიდან მოხვდება.

თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბათუმის ნავსადგურში ამერიკული სამხედრო გემი შევიდა