"საჭიროა, ეროვნულმა ბანკმა სწრაფად გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, რომ ლარის დევალვაცია შეწყდეს"

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს, რომ ლარის დევალვაცია შეწყდეს და ეროვნული ვალუტა მის ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდეს.

"ამისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მთელი რიგი ინსტრუმენტები გააჩნია, რომელთა გამოყენება საჭიროა თანდათან. ცენტრალურმა ბანკმა პრევენციაზე უნდა იმუშავოს.  ეროვნული ბანკი დღეს, ინტერვენციისთვის 40 მილიონს გამოიყენებს. ინსტრუმენტები თანმიმდევრულად უნდა გამოიყენოს. ცენტრალურმა ბანკმა რეაქციები არ უნდა დააგვიანოს“, – განაცხადა  ირაკლი კოვზანაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი მონაცემების თანახმად, 27 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9808 ლარა, 1 ევროსი - 3.2571 ლარი. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის ახალი კურსი ცნობილია