ლარის კურსი 30 სექტემბერს

საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი მონაცემების თანახმად, 30 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება  2.9552 ლარი იქნება, 1 ევროსი - 3.2286 ლარი. შესაბამისად, ლარი სამი პუნქტით გამყარდა: 27 სექტემბერს 1 აშშ დოლარი 2.9808 ლარი ღირდა, 1 ევრო - 3.2571 ლარი. 

26 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9737 ლარი იყო, 1 ევროსი -3.2684 ლარი. 

ცნობისთვის: 27 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

27 სექტემბერს ფონანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ლარი წლის ბოლომდე გამყარებას დაიწყებს:

„ჩვენი ფისკალური დავალიანება არის დაგეგმილის ფარგლებში, ჩვენი ხარჯვა არის ძალიან პასუხისმგებლიანი ხარჯვა, შესაბამისად, ამ მხრივ ლარზე ზეწოლა არ არის. თუმცა არაერთხელ ვთქვით, იყო სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის საგარეო, შიდა პოლიტიკური ფაქტორები, რამაც ეს გამოიწვია. ეროვნული ბანკი ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს, არის კოორდინაცია, მაგრამ მაინც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია. მე მჯერა, ნაბიჯები, რაც ბოლო პერიოდში გადაიდგა, დღეს ინტერვენციაც განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ, ეს ყველაფერი ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს და არამარტო დაასტაბილურებს, არამედ წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას. როდესაც ამას ვამბობთ ყველა ელოდება რომ ეს პროცესი დღეებსა და კვირებში მოხდება, თუმცა, სამწუხაროდ ეს ასე არაა, ამას როგორც წესი, რამდენიმე თვე სჭირდება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მოლოდინი და პროგნოზები ლარი მიმართ არის პოზიტიური“.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტა, ეს თურქეთის მოთხოვნაა, გამოაცხადონ კაპიტულაცია ქურთებმა"