საბერძნეთში ჩვილების უკანონოდ გაშვილების საქმეში ქართველებიც გამოკვეთეს

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში უკანონო გაშვილების საქმეზე სასამართლო მოსმენა დაიწყო, რომელსაც ჯამში 66 ბრალდებული ჰყავს, თუმცა დაკავებულია 12 ადამიანი. ბრალდებულთა შორის არიან ბიოლოგიური დედები, კლინიკის პერსონალი და შუამავლები.

ბერძნული მედია წერს, რომ რომ გამოძიება ჯგულის ლიდერებად ორ პირს მიიჩნევს და ისინი ამ დროისთვის დაკავებულები არიან. მათგან ერთი ბერძენი ადვოკატია, ხოლო მეორე 53 წლის ქართველი, პროფესიით გინეკოლოგი.

საქმეში ამ ქალის გარდა წარმოშობით ქართველი (40 და 41 წლის) კიდევ ორი პირი ფიგურირებს. 

​გამოძიება 27 ბავშვის უკანონო გაშვილების საქმეს სწავლობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება