აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას ეხმიანება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვის შეხვედრას ეხმაურება. 

„აშშ მიესალმება შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის შუამავლობით შედგა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და შეამციროს ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობა,“-წერს „ტვიტერში“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მორგან ორტაგუსი.

ცნობისთვის: მსგავსი მაღალი დონის შეხვედრა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პირველად შედგა. შეხვედრა 26 სექტემბერს გაერო-ში გაიმართა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ–მა რუსულ კომპანიებს სანქციები გაუფათოვა