უკრაინის უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანი გადადგა

სახელმწიფო უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსანდრ დანილიუკი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შესახებ მან სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა, მანამდე კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ალექსანდრ დანილიუკმა გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დაწყებამდე დაწერა. 

დანილიუკი თანამდებობაზე ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დაინიშნა, გადადგომის მიზეზი კი არ განუმარტავს, მხოლოდ იმას წერს, რომ სანამ პრეზიდენტის მის განცხადებას ჩაიბარებს, ის თანამდებობაზე რჩება.

AFP გამოთქვამს ვარაუდს, რომ დანილიუკის მოულოდნელი გადადგომა შეიძლება გამოეწვია ზელენსკის ყოყმანს, კავშირი გაეწყვიტა გავლენიან მაგნატ იგორ კოლომოისკისთან და მკაფიო პოზიცია ჰქონოდა ქვეყნის უდიდესი ბანკის „პრივატბანკის“ ბედის გარშემო, იტყობინება .

დანილიუკი ფინანსთან მინისტრი იყო პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს და ზედამხედველობას უწევდა ქვეყნის უდიდესი კრედიტორის პრივატიზებას 2016 წელს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი