მედია – ლავროვი ირწმუნება, რომ შეხვედრა ზალკალიანის თხოვნით გაიმართა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრა ამ უკანასკნელის თხოვნით შედგა, –  იუწყება "რია ნოვოსტი".

„იყო შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც მან ითხოვა“, – განაცხადა ლავროვმა გაერო-ში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

მისივე თქმით,  ზოგიერთი კომენტარი, რომელსაც ქართული მხარე ამ შეხვედრის შესახებ აკეთებს, "ღიმილისმომგვრელია", – იუწყება "რია ნოვოსტი". 

ცნობისთვის: ნიუ–იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 26 სექტემბერს შეხვდა. როგორც ქართული, ისე შვეიცარიული მხარის განცხადებით, შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. როგორც ზალკალიანი აცხადებს, შეხვედრაზე მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო.  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს საქართველოსა და რუსეთს შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრაა. 

იხილეთ ასევე: რას მოასწავებს რუსეთთან ურთიერთობების მოულოდნელი «დათბობა»?

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა