კვირიკაშვილი ანაკლიის პროექტზე:"ამ საკითხზე მქონდა კარდინალურად განსხვავებული პოზიცია პარტიის დამფუძნებელთან"

საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას "ქართული ოცნების" დაფუძნებელთან ბიძინა ივანიშვილთა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშრებით "კარდინალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა". 

ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა. 

"პარტიის დამფუძნებელთან კარდნინლაურად განსხვავებული პოზიცი მქონდა ამ პროექტთან დაკავშრებით. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მისი მონაწილეობა არ იყო დაკავშირებულული არანაირ მეგობრობასთან, ეს იყო საერთაშორისო ტენდერი, სადაც 2 წამყვანი კომპანია ბრიტანული და გერმანული აფასებდა გნაცხადებს და მათი გადაწყვეტილი იყო ის, რომ ქართულ-ამერიკულმა კონსორციუმმა [აქ არ იყო მარტო მამუკა ხაზარაძე აქ იყო ძალიან ცნობილი ამერიკული კომპანია] მიიღო ყველაზე მაღალი ქულები და გაიმარჯვა ამ პროექტში. იყო რამდენიმე საკითხი, სადაც გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები.  პრინციპში ვისაუბრეთ ჩვენ და გადაწყდა ისე, როგორც გადაწყდა" - განაცხადა კვირიკაშვილმა.  


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"