"მთავრობამ ჰუსეინ მაჩალიკაშვილის ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტა"


"ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის თეონა ჭალიძის განცხადებით, "მთავრობამ ჰუსეინ მაჩალიკაშვილის ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტა".

"ჰუსეინ მაჩალიკაშვილის ოჯახს მთავრობამ სოციალური დახმარება, საარსებო შემწეობა შეუწყვიტა. ოჯახის ოთხი წევრიდან ჰუსეინი პოლიტიკური პატიმარია, ძმა არასრულწლოვანი იყო, დედ-მამა უმუშევარი. ხელისუფლება ბოროტად იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს და სოციალური პროგრამაც პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გადააქცია. სამარცხვინოა ის ყველა მეთოდი, რითაც ებრძვის ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და კიდევ უფრო სამარცხვინოა, როცა მძიმე სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მორალური განადგურების შემდეგ, მათ ფიზიკურად განადგურებასაც ცდილობ. ამ ოჯახს წლების განმავლობაში ეძლეოდა საარსებო შემწეობა, მაგრამ  რაც ჰუსეინმა მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად რუსთაველზე კარვებში დაიწყო პროტესტის გამოხატვა, მას შემდეგ ამოიღეს მიზანში ის და მისი ოჯახიც. თუ აქამდე არ ეკუთვნოდათ დახმარება მაშინ რატომ აძლევდნენ? რა შეიცვალა ბოლო 1 წელიწადში? გამდიდრდა ეს ოჯახი? ყველაფერი ნათელია!“, - აცხადებს თეონა ჭალიძე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"