კორპუსის ნგრევის საფრთხე ვარკეთილში - მაშველებმა მაცხოვრებლების ევაკუაცია მოახდინეს

თბილისში ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში, ნგრევის საფრთხის გამო საცხოვრებელი კორპუსიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.  ორ პირს, რომელთაც გადაადგილების პრობლემა ჰქონდათ, კორპუსის დატოვებაში სამაშველოს სამსახურის თანამშრომლები დაეხმარნენ.

ადგილზე მობილიზებულია, პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახურები. რის გამო შეიქმნა ნგრევის საფრთხე ამ დროისთვის უცნობია.

განახლება:

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე აცხადებს, რომ კორპუსში, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, კიბის უჯრედებმა დაიწია.

"მესამე ხარისხის დაზიანებაა, დღეს დაიწია კიბის უჯრედებმა და მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღეთ გასახლების გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა სამხარაძემ.

მისივე თქმით, „ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები, დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები და ვიდრე დასრულდება, მერია მცხოვრებლებს უზრუნველყოფს სხვა საცხოვრებლით". 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"