პუტინის მხარდამჭერი ჯგუფი საქართველოში კონცერტის გამართვას გეგმავს

ბათუმში, კლუბში „UP2U“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი ჯგუფის „A Studio“ კონცერტი იგეგმება. 

კონცერტი 27 ივლისს გაიმართება. საქართველოში ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.

ცნობისთის: „A Studio“-ს სოლისტი 10 წელზე მეტია, ქართველი მომღერალი ქეთა თოფურიაა. თოფურია სცენაზე რუსი ჯარისკაცის ფორმითაც გამოსულა. 


2018 წელს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ქართველი მომღერალი  პუტინის მხარდამჭერ კლიპშიც მონაწილეობდა:



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp