გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლები კახეთში ღვინის კომპანიას სტუმრობდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO) მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაციის წევრები კახეთში რთველის პროცესს გაეცნენ.

სტუმრებს „თელავის ღვინის მარანმა“ უმასპინძლა. კომპანიის დამფუძნებელმა, ზურაბ რამაზაშვილმა  FAO-ს  წარმომადგენლებს ყურძნის გადამუშავების სრული ციკლი გააცნო. „თელავის ღვინის მარანი“ თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის და ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ღვინის კომპანიაა საქართველოში. 

„დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები შედიან. ისინი საქართველოში ღვინის წარმოების პროცესითა და რთველთან დაკავშირებული საქმიანობით დაინტერესდნენ. ვინაიდან, რთველი კახეთის რეგიონში პიკურ ეტაპზეა, ჩვენი სურვილი იყო, რომ სტუმრების ვიზიტი  სწორედ აქ, კახეთის რეგიონში შემდგარიყო. დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ, ადგილზე ენახათ, თუ როგორ ხდება უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინის წარმოება“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.

დელეგაციაში FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე და FAO-ში ევროკავშირის, აშშ-ის, ბრაზილიის, ერითრეას, ნიგერიის, ბანგლადეშის  და საუდის არაბეთის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც რაიმუნდ იელემ აღნიშნა, ქართული ღვინო, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინო, მრავალფროვნებითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია