უბნები, რომლებიც 30 სექტემბერს უშუქოდ დარჩება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება: 

ნაძალადევის რაიონში

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 13 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხეხილ სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, წერონისის, კეხვის, ახალმოწამეთას, ხუდადოვის, ელო ანდრონიკაშვილის და იოსელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონის სოფელი გლდანის, მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების, ავშნის, ნუშის, მონადირის და ნიჟარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 09 საათიდან 10 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 16 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, ბუდაპეშტის, ართმელიძის, ვაზისუბნის, ბერიტაშვილის და ზემო ვეძისის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 16 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III, IIIა მიკრორაიონების, დვალის და თაყაიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის და კალაუბნის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ბაქრაძის და ვანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 16 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა კიკეთის მცხოვრებლებს.

ამასთან, 11 საათიდან 15 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, ტაბიძის, რაზმაძის, კლდიაშვილის, აბაშელის და მარუხის გმირთა ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, გალის, პეტრიაშვილის, თერგის, გოგებაშვილის, შანიძის და ბაშალეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 15 საათამდე, შეზღუდვა შეეხება მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის შესახვევის, მეტეხის აღმართის, ევროპის მოედნის, რუისის, მეტეხის, ჩეხოვის და ჯორბენაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის II მიკრორაიონის და კვაჭანტირაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება",– აცხადებენ "თელასში".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"