„დემოკრატები“ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნებას ითხოვენ

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ წარმომადგენლები პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნებას ითხოვენ. ამის შესახებ უცხოური მედია ქვედა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფზე დაყრდნობით წერს. 

„ვფიქრობ, რომ აქ მიზანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმის გარკვევაა, ძირს უთხრიდა თუ არა პრეზიდენტი სხვა ქვეყნის ლიდერებთან, კერძოდ პუტინთან საუბრისას, ჩვენს უსაფრთხოებას და ფიქრობდა თუ არა პირადი სარგებლის ნახვას თავისი კომპანიისთვის“, - განაცხადა შიფმა.

ცნობისთვის: ორიოდ დღის წინ თეთრმა სახლმა აშშ–ის პრეზიდენტისა და მისი უკრაინელი კოლეგის საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი