ზელენკის პუტინთან სატელეფონო საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნებას სთხოვენ

უკრაინელები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებენ, მასსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრების სტენოგრამა გამოაქვეყნოს, - ამის შესახებ TASS იუწყება. 

მისი ცნობით, შექმნილია შესაბამისი პეტიცია. 

„ვითვალისწინებთ რა იმ დიპლომატიურ სკანდალს, რაც დონალდ ტრამთან გამართულ სატელეფონო საუბარს მოჰყვა, მოვითხოვთ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრების სტენოგრამის გამოქვეყნებას,“ - ნათქვამია პეტიციაში.

პრეზიდენტი ვალდებულია, პეტიციის მოთხოვნა გაითვალისწინოს, თუ მას 90 დღის განმავლობაში 25,000 ადამიანი მოაწერს ხელს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი