„ჩვენი ამოცანა „ქართული ოცნების“ დამარცხებაა, თუმცა სააკაშვილთან ერთად არანაირ აქციაში მონაწილეობას არ ვგეგმავ“

„შენების მოძრაობის“ ლიდერ დავით უსუფაშვილის განცხადებით, მისი პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნების“ დამარცხებაა, „თუმცა სააკაშვილთან ერთად არანაირ აქციაში მონაწილეობას არ გეგმავს“.

„შენების მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და ზუსტად ვიცით, რომ სააკაშვილთან ერთად რაიმე წარმატებაზე ფიქრი ფუჭი ოცნებაა. ჩვენ კი „ოცნება“ გვყავს დასამარცხებელი. ბოლო აქცია, რომელშიც სააკაშვილთან ერთად მივიღე მონაწილეობა, ეს იყო 2003 წლის ნოემბერი, „ვარდების რევოლუცია“ რომ ერქვა. მას შემდეგ 15 წელია მასთან ერთად არანაირ აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია და არც ვგეგმავ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის:  მიხეილ სააკაშვილმა 19 მაისის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გუშინ განაცხადა, რომ ხელების ჩამოშვებას და მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების იმედად ყოფნას არ აპირებს. მისივე თქმით, "ქართველი ხალხი გააკეთებს თავის დასკვნებს და იმოქმედებს".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი