"თუ ირანს არ შევაჩერებთ, ნავთობის ფასი წარმოუდგენელ ნიშნულამდე გაიზრდება"

საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი აცხადებს, რომ ნავთობის ფასი „წარმოუდგენელ ნიშნულამდე გაიზრდება“, თუ მსოფლიოს ყველა ქვეყანა ირანის შეჩერებაზე არ იზრუნებს. მისივე თქმით, საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმის უკან მხოლოდ თეირანი დგას. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

„თუ მსოფლიო ქმედით ზომებს არ მიიღებს ირანის შესაჩერებლად, ისეთი ესკალაცია მოხდება, რომელიც მსოფლიო ინტერესებს დააზიანებს. ნავთობის მიწოდება შეჩერდება, ფასი კი ისეთ წარმოუდგენელ ნიშნულამდე გაიზრდება, როგორიც არასდროს გვინახავს. ახლო აღმოსავლეთზე მსოფლიოს ენერგომატარებლების 30%, სავაჭრო ოპერაციების 20% და მსოფლიოს მშპ-ის 4% არის კონცენტრირებული. წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი შეჩერდა. ეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ან ახლო აღმოსავლეთის რეგიონის, არამედ გლობალური ეკონომიკის სრულ ჩამოშლას ნიშნავს“, - განაცხადა მემკვიდრე პრინცმა CBS-თან ინტერვიუში.

14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე განხორციელებულ დრონების თავდასხმაზე  პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, თუმცა აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია თავდასხმაში ირანს ადანაშაულებენ, რასაც თავის მხრივ თეირანი უარყოფს. ირანმა ისიც განაცხადა, რომ ომისთვის მზად არის. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია