რუსეთის დუმაში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უპასუხეს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უპასუხა, რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ. როგორც რუსმა პარლამენტარმა Russia Today-ს განუცხადა, "მოსკოვი თბილისთან კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის არის განწყობილი". 

„მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკას მუდმივი და სისტემური ხასიათი ჰქონდეს. რუსი ხალხი მეგობრული და, პრაქტიკულად, ძმურია ქართველისა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აწყობას ოპტიმიზმით ვუყურებ“, - თქვა იური შვიტკინმა და დასძინა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგში ნეგატიური როლი ითამაშა „ზოგიერთი ქართველი რადიკალის თავდაპირველმა რიტორიკამ“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქურთებმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ციხე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებისგან დაცალეს