რუსეთში ღვინო ძვირდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ღვინოზე აქციზის გადასახადის გაზრდას გულისხმობს.

როგორც რუსული მედია იუწყება, ახალი კანონი ძალაში 2020 წლის 1 იანვრიდან შევა. 

ახალი კანონის თანახმად, 2020 წლიდან ღვინოზე აქციზის გადასახადი 1 ლიტრზე 31 რუბლი, 2021 წლიდან - 32 რუბლი, ხოლო 2023 წლიდან 33 რუბლი იქნება.

აქციზის გადასახადი იზრდება ასევე ღვინის ნედლეულსა და (გარდა წარმოებისთვის განკუთვნილი დისტილატისა) ყურძენზე.

2020 წელს ყურძნის აქციზის გადასახადი 1ტ-ზე 30 რუბლი, მომდევნო წლებში კი 31 და 32 რუბლი იქნება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია