საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია "კოლაბორაციონიზმი სირცხვილია" მიმდინარეობს

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია "კოლაბორაციონიზმი სირცხვილია" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, რუსეთ–საქართველოს პირველი დიპლომატების შეხვედრა ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და დავით ზალკალიანმა უნდა გააკეთოს განმარტება, რაზე ისაუბრა რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან. 

ცნობისთვის: ნიუ–იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 26 სექტემბერს შეხვდა. როგორც ქართული, ისე შვეიცარიული მხარის განცხადებით, შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. თუმცა საპირისპიროს ირწმუნება, რუსული მედიის ცნობით, ლავროვი, რომელიც აცხადებს, რომ შეხვედრა ქართული მხარის თხოვნით შედგა. როგორც ზალკალიანი აცხადებს, შეხვედრაზე მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო.  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს საქართველოსა და რუსეთს შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრაა. 

იხილეთ ასევე: რას მოასწავებს რუსეთთან ურთიერთობების მოულოდნელი «დათბობა»?

 
Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა