პრემიერის თქმით, 2020 წელს მასწავლებლებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს ხელფასები გაეზრდებათ

პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წელს მასწავლებლებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს ხელფასები გაეზრდებათ. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის საგანგებო სხდომაზე განაცხადა. 

„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებელების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ისე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის სასწავლო წლისათვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით. 

ამასთან, 2020 წასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღის მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით. 

გაგრძელდება  ხელფასების მატება სამართალდამცველებისთვის, ჯარისკავებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის და სახელწიფო თავისი ვალდებულებების ფარგლებში ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ,125 ლარით. 

2020 წლის 1 ივლისიდან ასევე გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასებიც 100 ლარით“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შექმნაში მონაწილეობდა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

"კოლეგებო, თქვენ ყველას მოგეხსენებათ, რომ ეს იყო პირველი ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ, მთელი პოლიტიკური გუნდი ერთად ვმუშაობდით. ამ ბიუჯეტის შექმნაში მონაწილეობდა პარტიის თავმჯდომარე, ასევე მთავრობის თითოეული წევრი, თითოეული დეპუტატი, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებიც", – განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"