"შსს-ს პატრული ოფიცრის 500 საშტატო ერთეული ემატება"

2020 წლის ბიუჯეტში შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია დამატებით 500 პატრული ოფიცრის საშტატო ერთეული, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში მართლწესრიგი და უსაფრთხოება იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომელზეც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა წლების განმავლობაში არ გაზრდილა და იყო ბევრი ტურისტული ცენტრი, რომელსაც ისინი ფიზიკურად ვერ ფარავდნენ.

„საუბარია 120 დამატებით ეკიპაჟზე, რაც ერთმნიშვნელოვნად გაზრდის მართლწესრიგის ხარისხს ქვეყანაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"