სასამართლომ მუსლიმი თემისთვის მეჩეთის აშენებაზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციულად სცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერიის მიერ მუსლიმი თემისთვის მეჩეთის აშენებაზე უარის თქმა უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია.

თუმცა, ამავდროულად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელის მესამე მოთხოვნა, რაც მერიისთვის ნებართვის გაცემის დავალდებულებას გულისხმობდა. 

"ეს მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილებაა," - თქვა მოსამართლე ბეჟანიძემ. მის ამ კომენტარს ბათუმელები ავრცელებს. 

მუსლიმი თემი ბათუმში მეჩეთის ასაშენებლად წლებია იბრძვის. მათ საკუთარი სახსრებით შეიძინეს მიწის ნაკვეთიც, თუმცა ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვის პირველივე ეტაპზე, მუსლიმ თემს უარი განუცხადა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"