2020 წლის ბიუჯეტი 16 მლრდ ლარი იქნება

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტი 16 მლრდ ლარი იქნება.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2020 საქართველოში 5%-იან ზრდას ვარაუდობენ. 

"ზოგჯერ ამბობენ, რომ 5% არ არის საკმარისი და ჩვენ ორნიშნა ზრდა გვჭირდება. ამას ვუპასუხებთ, რომ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონში მიმდინარე პროცესები. იმ პირობებში, როდესაც რეგიონი იზრდება 0.1%-ით, მაშინ საქართველოში 5%-იანი ზრდა  არის ძალიან ამბიციური გეგმა. 2020 წელს ჩვენ უპრეცედენტოდ მაღალი - 16 მილიარდიანი ბიუჯეტი გვექნება. ამ პირობებში იქნება მიმდინარე ხარჯები 11 მლრდ ლარი, ინფრასტრუქტურული ხარჯები – 3.7 მლრდ ლარი, ხოლო ვალის დაფარვის ხარჯები – 1 მილიარდი ლარი. მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულება 48.5 მლრდ ლარს მიაღწევს, ბიუჯეტის დეფიციტი 2.7% იქნება, ხოლო მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობა 45%", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის ახალი კურსი ცნობილია