ლევან დავითაშვილი: „სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე 2020 წელს დავხარჯავთ 36 მილიონ ლარს“

„36 მილიონი ლარი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი თანხები საირიგაციო ინფრასტრუქტურის აღდგენის და რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტი განიხილება.

 „2012 წლისთვის, საქართველოში გასარწყავიანებული ფართობი, დაახლოებით, 50 ათას ჰექტრამდე იყო, დღეისათვის კი, 120 ათას ჰექტარზე მეტია.  აღმოსავლეთ საქართველოში გასარწყავიანებული ფართობების რაოდენობა გავასამმაგეთ. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს,  დაახლოებით სამჯერ გაიზარდა დრენირებული ფართობების რიცხვიც. ამ მიმართულებით სახელმწიფო მუშაობას მომავალ წლებშიც გააგრძელებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოებისთვის. 

„როგორც იცით, ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის იყო ჩვენ ფერმერებზე ზრუნვა. აქ გასათვალისწინებელია სუბსიდირების ის ელემენტები,  რომელიც ბოლო წლებში ჩვენ შენარჩუნებული გვქონდა. ჩვენ მოსახლეობას წყალს ვაძლევთ უფრო იაფად, ვიდრე რეალურად მისი ღირებულებაა.  მოსახლეობის მხარდაჭერისთვის ეს მნიშნელოვანი ფაქტორია და 2020 წლისთვის ვინარჩუნებთ საირიგაციო ინფრასტრუქტურის მომსახურების დაფინანსებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია