ლარის კურსი 1 ოქტომბერს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

1 ოქტომბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.9770 ლარი იქნება,  ერთი ევრო კი 3.2515 ლარი ეღირება. შესაბამისად, ერთდღიანი გამყარების შემდეგ ლარი სამი პუნქტით გაუფასურდა: 30 სექტემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება  2.9552 ლარია იყო, 1 ევროსი - 3.2286 ლარი. 

27 სექტემბერს 1 აშშ დოლარი 2.9808 ლარი ღირდა, 1 ევრო - 3.2571 ლარი. 

ცნობისთვის: 27 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

27 სექტემბერს ფონანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ლარი წლის ბოლომდე გამყარებას დაიწყებს:

„ჩვენი ფისკალური დავალიანება არის დაგეგმილის ფარგლებში, ჩვენი ხარჯვა არის ძალიან პასუხისმგებლიანი ხარჯვა, შესაბამისად, ამ მხრივ ლარზე ზეწოლა არ არის. თუმცა არაერთხელ ვთქვით, იყო სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის საგარეო, შიდა პოლიტიკური ფაქტორები, რამაც ეს გამოიწვია. ეროვნული ბანკი ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს, არის კოორდინაცია, მაგრამ მაინც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია. მე მჯერა, ნაბიჯები, რაც ბოლო პერიოდში გადაიდგა, დღეს ინტერვენციაც განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ, ეს ყველაფერი ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს და არამარტო დაასტაბილურებს, არამედ წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას. როდესაც ამას ვამბობთ ყველა ელოდება რომ ეს პროცესი დღეებსა და კვირებში მოხდება, თუმცა, სამწუხაროდ ეს ასე არაა, ამას როგორც წესი, რამდენიმე თვე სჭირდება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მოლოდინი და პროგნოზები ლარი მიმართ არის პოზიტიური“.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ევროპისა და აზიის სატრანზიტო ტვირთებს სს " საქართველოს რკინიგზა" დააკავშირებს