ვის ემუქრებიან პირადი ცხოვრების კადრებით - დეპუტატი პროკურატურაში გამოკითხეს

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს ისევ დაადასტურა რამდენიემ დღის წინ მის მიერვე გაჟღერებული ინფორმაცია, რომ პირები, რომლებსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებიან, მმართველი გუნდის წევრები არიან.

როგორც მან პროკურატურაში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პირადად მას ოთხი კონკრეტული შემთხვევის შესახებ აქვს ინფორმაცია და მათგან ერთი მამაკაცია.

დეპუტატი არ აკონკრეტებს, ამ პირთა შორის არის თუ არა მინისტრთა კაბინეტის წევრიც. 

როგორც ბესელია ამბობს, მან პირების იდენტიფიცირების გარეშე უამბო გამოძიებას დეტალები და „დანაშაულებრივი კავშირი, რომელიც სასამართლოს გარკვეულ გავლენიან ჯგუფსა და პარლამენტის წევრებს შორის არსებობს“.

„კონკრეტულად დავასახელე ზარდიაშვილი- მათიკაშვილი. მაქვს ეს ინფორმაციები და ეს კავშირები პირდაპირ მეტყველებს უკანონო, პირადი ინტერესებით მოქმედებაზე",- აღნიშნა ბესელიამ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"