გია ვოლსკი აცხადებს, რომ დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა საქართველომ მოითხოვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს ქედის მოხრას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველომ მოითხოვა, მაგრამ "ეს არ ნიშნავს ქედის მოხრას, ან საერთაშორისო კონტექსტიდან ქართული მხარის ინტერესების ამოვარდნას".

„რეალუარად, არ მგონია, რომ დავით ზალკალიანმა თავის კომენტარებში რაიმე დააკლო, როცა ამ შეხვედრაზე ვლაპარაკობდით. ინიციატორზე ათასჯერ არის კითხვა დასმული. საქართველოს თემა და პრობლემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთ-ერთი სეგმენტია გლობალური ფორმატის დაპირისპირების. თუ კი ჩვენ აქ ვამბობთ, რომ შეხვედრა და მოლაპარაკებაა საჭირო, ეს არ არის დაცილებული იმ პოზიციას, რასაც საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ჰქვია და ჩვენი პარტნიორების პოზიცია ჰქვია. ასე რომ ამ შემთხვევაში, საკითხის გაპრიმიტიულება – შეხვედრა ვინ მოითხოვა, ეს არის სწორედაც პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი ასპექტი. მოითხოვა შეხვედრა საქართველომ, მაგრამ ეს არ ნიშავს, რაიმე ნიშნით ქედის მოხრას ან მითუმეტესს საერთაშორისო კონტექსტიდან ჩვენი ინტერესების ამოვარდნას. პრობლემა ნამდვილად არსებობს და ორი გზით გვარდება – ან შეირაღებული გზით, ან მოლაპარაკების. საერთაშორისო ასპექტი მობილიზებულია, რათა დაძაბულობა როგორმე შევამციროთ",- განაცხადა ვოლსკიმ.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანი საგარეო ურთიერთობის კომიტეტის სხდომაზე დაიბარა. დეპუტატების კითხვები მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრას შეეხება. 

ცნობისთვის: ნიუ–იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 26 სექტემბერს შეხვდა. როგორც ქართული, ისე შვეიცარიული მხარის განცხადებით, შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. თუმცა საპირისპიროს ირწმუნება, რუსული მედიის ცნობით, ლავროვი, რომელიც აცხადებს, რომ შეხვედრა ქართული მხარის თხოვნით შედგა. როგორც ზალკალიანი აცხადებს, შეხვედრაზე მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო.  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს საქართველოსა და რუსეთს შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრაა. 

იხილეთ ასევე: რას მოასწავებს რუსეთთან ურთიერთობების მოულოდნელი «დათბობა»?





Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა