ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები გახდა ცნობილი

თბილისში, ყიფშიძის ნომერ 2–ში მდებარე მშენებარე კორპუსის ეზოში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. 

მომხდარის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა, რომლებიც ჰოსპიტალიზებულები არიან.

„მთავარი არხის“ ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც სავარაუდოდ, გასროლა განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში არ ფიგურირებს მარტო იარაღი, ერთ – ერთ დაშავებულს დაზიანებები აქვს მიყენებული ბასრი საგნითაც. ექიმების განცხადებით, ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.




ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს