მარტვილში, საბავშვო ბაგა-ბაღში 15-მდე ბავშვი მოიწამლა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღში 15–მდე აღსაზრდელებმა ინტოქსიკაცია მიიღეს. 

„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა- ბაღში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა- ბაღის კვების ბლოკში განახორციელებენ ინსპექტირებას, აგრეთვე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის. შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას”,- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს–ის ხელმძღვანელი რეგიონში არსებულ ვითარებაზე ნატო–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ესაუბრა