აფხაზური კანონმდებლობისა და “სახელმწიფო” ორგანოების ირიბი აღიარება: ჰამარბერგის მოხსენება ახალ სიცოცხლეს იძენს?

ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რიგით 43-ე რაუნდი, რომელზეც, როგორც დაანონსდა, ყველა მონაწილე მხარეს “ძალის არგამოყენების შესახებ” ერთობლივი განცხადება უნდა მიეღო, საბოლოოდ კვლავ უშედეგოდ დასრულდა. რა შეიცვალა და რა პირობებით თანხმდებოდა ქართული მხარე, ფორმატის ფარგლებში 10-წლიანი მუშაობის განმავლობაში პირველად, ხსენებული განცხადების მიღებას? რატომ შეიტყო ქართულმა საზოგადოებამ ამ ერთობლივი განცხადების დაგეგმილი მიღების შესახებ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინისგან და რატომ არ ახმაურებდა ამას საქართველოს ხელისუფლება? რატომ გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორიოდ თვით ადრე მზადყოფნა, ფორმატის მუშაობაში პირადად ჩართულიყო, მოგვიანებით – საკუთრივ 43-ე რაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე კი რამ გააკეთებია მას რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვა, რომელიც ოპოზიციური სპექტრისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ “კაპიტულანტურად” შეფასდა? რა მოხდა საკუთრივ 43-ე რაუნდზე და რატომ ჩავარდა საბოლოოდ ერთობლივი განცხადების მიღება? - ყველაფერ ამაზე ქართულმა საზოგადოებამ, არსობრივად, დღემდე არაფერი იცის – მხოლოდ ექსპერტებისა და საკუთარი ვარაუდებით “ვიკვებებით”. და აი, ამ ფონზე გასულ პარასკევს, ანუ 43-ე რაუნდის დასრულებიდან ორიოდ დღეში სოხუმში ცნობილი ევროპელი უფლებადამცველის – თომას ჰამარბერგის 2017 წლის მოხსენების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აფხაზური “სახელისუფლებო” ორგანოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


თავად მოხსენების მომზადების ინიციატივა ჰერბერტ ზალბერს ეკუთვის – იმ ზალბერს, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ საკუთარი არაპოლიტკორექტული განცხადებების გამო სკანდალში გაეხვა და თანამდებობა დატოვა (ან დაატოვებინეს) (HTTP://ACCENT.COM.GE/GE/NEWS/DETAILS/36377)ჟენევაში, როგორც ჩანს, მობეზრდათ ქართული დელეგაციის “მუდმივი პოლიტიზირებული წუწუნი” ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაუცველობის შესახებ და გადაწყდა, ამ სფეროში არსებული ვითარების შესახებ მოხსენებების მომზადება ნეიტრალურ ინსტიტუტს, კერძოდ თომას ჰამარბერგს დაევალოს.


წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც ჰამარბერგის მიერ 2015-2016 წლებში ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებულ 6 ვიზიტსა და მათ ფარგლებში აფხაზი უფლებადამცველების “დახმარებით” მოპოვებულ მასალებს ეყრდნობა, დაგეგმილის მიუხედავად, ფართოდ არ განსაჯაროებულა. აფხაზური “ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის” იურისტ საიდ გეზერდავა ამის მიზეზად იმას მიიჩნევს, რომ მოხსენება “კონფლიქტის მონაწილეთა მიმართ ნეიტრალურია და რიგი აფხაზური სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას აღიარებს”.


რა პოზიცია აქვს ამ მოხსენებასთან და 30 მარტს მის ხელახლა “წამოტივტივებასთან” დაკავშირებით ქართულ მხარეს, “აქცენტი” მკითხველს უახლოეს მომავალში შეატყობინებს. მანამდე კი მოდით, ერთად გავეცნოთ, რას ყვება ჰამარბერგის დოკუმენტზე ბატონი გეზერდავა(HTTPS://WWW.EKHOKAVKAZA.COM/A/29140645.HTMLმოხსენებაზე,

 

მოხსენების “ადამიანის უფლებები დღევანდელ აფხაზეთში” მომზადების იდეა ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, აფხაზეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ რეალური, ობიექტური ინფორმაციის ნაკლებობის გამო წარმოიშვააფხაზური მხარე ოფიციალურ დონეზე არ ამზადებდა მსგავს მოხსენებებს, რომლებსაც ჟენევის დისკუსიების მონაწილეები დაეყრდნობოდნენქართული დელეგაციის წარმომადგენლები კი ყოველთვის საკუთარ - პოლიტიზირებულ შეფასებებს იძლეოდნენ, რომელთაც ცოტა რამ თუ ჰქონდათ საერთო არსებულ რეალობასთანვფიქრობ, ჟენევის დისკუსიების მოდერატორებს მშვენივრად ესმოდათრომ აუცილებელი იყო ობიექტური ინფორმაცია და ის ნეიტრალური სტატუსის მქონე პირებს უნდა მოეპოვებინათდა აი, ასეთი იდეა გაუჩნდა ჰერბერტ ზალბერს. მისი განხორციელებისთვის კი შეირჩა ძალზე ცნობილი უფლებადამცველი უმწიკვლო რეპუტაციით, ერთ დროს - “Amnesty International”-ის ხელმძღვანელი და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი[…] მოგვიანებით მოხსენების თანაავტორი გახდა კიდევ ერთი ექსპერტი სამხრეთ კავკასიის საკითხებში მაგდალენა გრონო.

 

[…] კვლევის ავტორებმა დახმარებისთვის ჩვენს ცენტრს მომართეს. პირადად მე – არა, მაგრამ ჩვენი ცენტრის თანამშრომელი [იმხანად – რედ.] ასიდა შაკრილი [ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში ომბუდსმენად არის დანიშნული – რედ.] ძალიან ბევრი შეხვედრის ორგანიზებაში დაეხმარათსულ ჩატარდა 200 ინტერვიუ, რომელიც შემდგომ მოხსენების მომზადებისთვის მთავარ ბაზად იქცათუმცა ანალიზი აეგო არა მარტო ამ ინტერვიუებზე, არამედ აფხაზურ კანონმდებლობაზეც. ჰამარბერგი და გრონო ხვდებოდნენ უამრავ ადამიანს აფხაზეთის სხვადასხვა ნაწილში და ისინი უყვებოდნენ კონკრეტული პრობლემების შესახებიყო შეხვედრები სხვადასხვა დონის აფხაზ პოლიტიკოსებთან, ჩინოსნებთანაც.ამგვარად, საქმე გვაქვს უნიკალურ მოხსენებასთანრესპონდენტებისა და მოპოვებული მასალების მოცულობის თვალსაზრისით.


ამ მოხსენების ერთ-ერთი მთავარი დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ საერთშორისო ორგანიზაციების მიერ დღემდე მომზადებული სხვა დოკუმენტებისგან განსხვავებით, იგი არ განიხილავს აფხაზეთს რაღაც რუხ ზონადრომელშიც მხოლოდ დარღვევებია შესაძლებელი, - ეს სრულიად განსხვავებული მიდგომაა.კერძოდ, თომას ჰამარბერგის მიდგომა ნეიტრალურია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილეთა მიმართ და ამავდროულად, აჩვენებსრომ აფხაზეთში არსებობენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტები, არსებობს კანონმდებლობა – თუნდაც არასრულყოფილიიქვე – პირველ თავში მოცემულია რეკომენდაციები ამ ინსტიტუტებისა და კანონმდებლობის დასახვეწად.

 

თომას ჰამარბერგი აღნიშნავს მთელ რიგ დამამწუხრებელ პრობლემებს, რომელთა არსებობას ჩვენც ვაღიარებთ, თუმცა აღნიშნავს პროგრესსაც, გარკვეულ განვითარებას და სულაც არ აღწერს ყველაფერს მუქ ფერებში. მოხსენებაში, კერძოდ, აღნიშნულია ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტების, ომბუდსმენის, დემოკრატიის ინსტიტუტების, მათ შორის მედიის, სამოქალაქო საზოგადოების მოქმედება, რომელმაც ბევრი დადებითი შეფასება დაიმსახურა.

 

ჰამარვერგი განიხილავს განათლებასთან, უძრავ ქონებასთან, მოსახლეობის მოწყვლადი ფენების მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებსაც. მოხსენების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ეროვნული პოლიტიკის საკითხებს, გალის რაიონში არსებულ პრობლემებს და ეს შემთხვევითი არ არის, რადგან სწორედ ეს საკითხები ჟღერს ყველაზე მწვავედ დისკუსიების ფარგლებში. აქ მხედველობაში აქვთ თავისუფალი გადაადგილების, დოკუმენტების გაცემის, ადამიანების სამართლებრივი სტატუსის და სხვა მთელი რიგი საკითხები.

 

ჯამში, კვლევის ავტორების შეფასებით, აფხაზეთში ადამიანის უფლებათა კუთხით ვითარება, რა თქმა უნდა, რთულია, ის მარტივი ვერც იქნება. არსებობს სფეროებირომელშიც პროგრესი შესაძლებელია,ზოგან ვითარება საკმაოდ მარტივადაც კია გამოსასწორებელიზოგან კი საკმაოდ სერიოზულ დარღვევებს აქვს ადგილი.

 

მოხსენების ავტორები ამ პრობლემების გადასაჭრელად რეკომენდაციებს იძლევიან, რომელიც ყოველი თავის ბოლოსაა მოცემული და რომელთა ადრესატები სრულიად კონკრეტული თანამდებობის პირები არიან. ვფიქრობ, ეს მოხსენება ძალზე სერიოზულად უნდა იქნას გაანალიზებული, მით უფრო, რომ იგი ითვალისწინებს არსებულ კონტექსტს: ადასტურებს აფხაზური კანონმდებლობის არსებობას, ადასტურებს სახელისუფლებო ორგანოების არსებობასა და გარკვეულ ლეგიტიმურობას, რაც საერთაშორისო მოხსენებებისთვის სრულიად უჩვეულოა და ჩვენთვისაც სრულიად მოულოდნელი იყო.

 

და აქ უნდა აღინიშნოს, რომ მოხსენების ავტორები სერიოზულ პრობლემებს წააწყდნენ: დოკუმენტის ნეიტრალურმა, სრულიად არაპოლიტიზირებულმა ხასიათმა (აღიარებულია აფხაზური კანონმდებლობისა და სახელისუფლებო ორგანოების არსებობა და გარკვეულწილად ლეგიტიმურობაც, გარკვეული დათქმებით), ასევე იმან, რომ ეს გახდა პირველი საერთაშორისო მოხსენება, მომზადებული აფხაზური ინსტიტუტების მონაწილეობით, იმანაც, რომ მასში აფხაზეთის სახელისუფლებო ორგანოები მოხსენიებულია სწორედ იმ ორგანოებად, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცულობას უზრუნველყოფენდა მანაც, რომ კვლევის ავტორები რეკომენდაციებს სწორედ ამ ორგანოების მიმართ გამოთქვამენ, ანუ არ ამბობენ, რომ ისინი არალეგიტიმურია და რომ ყველა ეს ორგანო მხოლოდ და მხოლოდ დარღვევებს პროდუცირებს, - ამ ყველაფერმა ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია. მოხსენება მეტისმეტად ნეიტრალური იყო, თბილისის თვალთახედვით. ვფიქრობ, ქართული მხარე ელოდა, რომ გაიჟღერებდა მხოლოდ კრიტიკა და თავად აფხაზური სახელისუფლებო ორგანოებიც არ იქნებოდნენ განხილული ლეგიტიმურ სტრუქტურებადეს მოხსენება კი ამ თვალსაზრისით მართლაც გარღვევაა და სერიოზულად ამსხვრევს იმ კონიუნქტურას, რომელიც აფხაზეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის ირგვლივ ჩამოყალიბდა.

 

ალბათ, ამიტომაც შემოიდო ეს მოხსენება, საბოლოო ჯამში, თაროზე. იმ დროისთვის, როდესაც ის მომზადდა, მისი ფართოდ გავრცელება ვერ გაბედეს ისე აქტიურად, როგორც დაგეგმილი იყოამიტომაც ჰამარბერგმა დოკუმენტი საკუთარი ინიციატივით განასაჯაროვა “პალმეს საერთაშორისო ცენტრის” საიტზერომელსაც ის ოდესღაც თავად ხელმძღვანელობდათუმცა ეს მოხსენება ყურადღებას იპყრობს, მას ეყრდნობიანმე ვიცნობ უცხოეთში უფლებადამცველ ორგანოზაციებში მომუშავე კოლეგებს,რომელთათვისაც ეს მოხსენება ძალზე საინტერესოაიმის გათვალისწინებით, რომ იგი საერთაშორისო ექსპერტების მიერაა მომზადებულიიგი სანდოა ადამიანებისათვის, რომლებიც არსებული ვითარებით ინტერესდებიან.

 

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოიყენება

 

საინფორმაციო სააგენტო “აქცენტი”

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp