უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს,– ამის შესახებ განცხადება უკრაინის მთავრობის მეთაურმა ვოლოდირიმ გროისმანმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მისი თქმით, ის 22 მაისს დატოვებს პოსტს და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. თანამდებობას ამავე მოტივით ტოვებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც. 

შეგახსენებთ, დღეს გაიმართა უკრაინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია. ახალმა პრეზიდენტმა რადის დათხოვნის შესახებ გააკეთა განცხადება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp