"ქართული მარში” ემიჯნება როგორც სააკაშვილს, ასევე იმ ეგზარქოსულ-შავრაზმულ პოლიტიკანებს, რომლებსაც სურთ ეროვნული მოძრაობის გამარგინალება"

"ქართული მარში” ემიჯნება როგორც სააკაშვილს, ასევე იმ ეგზარქოსულ-შავრაზმულ პოლიტიკანებს, რომლებსაც სურთ ეროვნული მოძრაობის გამარგინალება", – ამის შესახებ "ქართული მარშის" ერთ ერთი წევრი გიორგი ონიანი სოციალურ ქსელში წერს.

"ქართული მარში” აცხადებს,რომ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო ფარისევლობა და არასოდეს არ გეგმავს მასთან რაიმე ტიპის კავშირს,რადგან სწორედ სააკაშვილი გახლდათ გიგა ბოკერიასთან ერთად ანტიეროვნული,ანტიმართლმადიდებლური პოლიტიკის შემოქმედი !!! სამწუხაროდ ეროვნულ ფლანგზე მომრავლდნენ ფარისევლურ-ფსევდოეროვნული პოლიტიკოსები,რომლებიც ცდილობენ ეროვნულად მოაზროვნე ხალხის შეცდომაში შეყვანას !!! “ქართული მარში” ემიჯნება როგორც მიხეილ სააკაშვილს,ასევე იმ ეგზარხოსულ-შავრაზმულ პოლიტიკანებს,რომლებსაც სურთ ეროვნული მოძრაობის გამარგინალება !!! ეროვნული მოძრაობა არის ილია ჭავჭავაძის,ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას იდეებზე დაფუძნებული ერთობა,რომელიც ამხელს როგორც მოღალატე-სოროსელებს,ასევე ფსევდოეროვნულ შარლატანებსაც !!! “ქართული მარში” უახლოეს თვეში იწყებს ბრძოლის ახალ ეტაპს,რომელიც დამანგრეველი იქნება ეროვნული-ტრადიციული იდეოლოგიის მტრებისთვის და აუცილებლად გაისტუმრებს მათ პოლიტიკურ სანაგვეზე !!!", – წერს ონიანი. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციასა დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს