"ტყიბულელ მაღაროელებს ხელფასი დაურიგდათ"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ტყიბულელ მაღაროელებს ხელფასი დაურიგდათ. 

"ტყიბულში დღეიდან ახალმა ინვესტორმა საქმიანობა დაიწყო და პირველი დაპირებაც შეასრულა – მაღაროელთა ვადაგადაცილებული სახელფასო დავალიანება სრულად იქნა გასტუმრებული და პირველი ცხელი პრობლემა მოიხსნა", - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ინვესტორის მხრიდან დანარჩენი დაპირებებიც დროულად შესრულდება.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება მაღაროებში საქმიანობა და როგორია მისი განვითარების პერსპექტივა, იგივე თბოელექტროსადგურის მშენებლობის კუთხით. ასევე პრიორიტეტია შრომის უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტა. ეს საკითხი პრიორიტეტულია და ეს ნორმები უნდა იყოს დაცული", - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: მაღაროელებს შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა „საქნახშირმა" ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა. აღნიშნულის შემდეგ მარაროელებმა აქციები დაიწყეს, რომელიც 26 სექტემბერს შეწყდა. "საქნახშირი" ახალმა კომპანიამ Steel International trade company–მ ჩაანაცვლა.



Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა