სახელმწიფო ინსპექტორი: "აიპლიუსი“ ვიდეო თვალთვალს კანონით დადგენილი წესების დარღვევით ახორციელებდა"

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, პეკინის გამზირზე ტექნიკის მაღაზია “აიპლიუსი“ გარეპერიმეტრის ვიდეო თვალთვალსა და აუდიტო ჩაწერას კნონით დადგენილი წესების დარღვევით ახორციელებდა.

"გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლებმა შემოწმების მიმდინარეობისას ჩანაწერის გასაჯაროების სამართლებრივი საფუძველი და მიზანი ვერ დაასახელეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით მაღაზია „აიპლიუსი“ ​ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად. შესაბამისად, კომპანიას ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება", – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

ცნობისთვის: საქმე ეხება 2019 წლის 27 აგვისტოს, iPlus-ის (IClub Apple fan club) ოფიციალურ Facebook–გვერდზე გავრცელებულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერს, რომელიც პეკინის გამზირზე 27 აგვისტოს მომხდარ ფაქტს ასახავს, როდესაც 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს