ყაჩაღობა თბილისში – 35 წლის ქალი ცხელი უთოთი აწამეს

თბილისში, ბაქოს ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთ კორპუსში ყაჩაღობა მოხდა.  35 წლის ქალს ჯერ ბლაგვი საგნით გაუსწორდნენ, შემდეგ ცხელი უთოთი აწამეს, – იუწყება "მთავარი არხი".

მძარცველებმა ნატა ფუტკარაიას სახლიდან 12 000 ლარი და დიდი რაოდენებით ოქრო წაიღეს. 

დაშავებული ამჟამად ალადაშვილის კნილინკაშია ჰოსპიტალიზებული. 

"ქალბატონს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, სხეულის ზედაპირული ტრავმები, გულ-მკერდის ზედაპირული ტრავმა. ამჟამად პაციენტი იმყოფება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და უტარდება შესაბამისი გამოკვლევები“, – განაცხადა ალადაშვილის კლინიკის ექიმმა სულხან სამხარაძემ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 179 მუხლით დაიწყო რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"