თბილისის რომელი უბნები დარჩება 1 ოქტომბერს უშუქოდ

1 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

ნაძალადევის რაიონი

16 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, ქსნის და ფეიქართა ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაკვეთები), აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, რამაზ ჩხიკვაძის, კაპანელის, გურიელის, შატილის, ძოწენიძის, გამრეკელის, პაბლო პიკასოს, ინტენსიფიკაციის, ამაშუკელის, ჟღენტის, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის და შევარდენიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონების, ნავთლუღის დასახლების, აფრიკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, ვიქტორ კუპრაძის, სესილია თაყაიშვილის და რაფიელ დვალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის, პაატა გუგუშვილის, ბესო ბერიას და ფრისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV და V კვარტლების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის და კვაჭანტირაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის, ფალიაშვილის, ბაზალეთის, ქობულეთის, მცხეთის და შროშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება ირაკლი აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, თამარ მეფის გამზირის, ხეხილ სანერგე მეურნეობის, გარდაბნის სანერგე მეურნეობის, ივერთუბნის, გაბუნიას, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძისრეხის, ჯორჯაძის, გაბისკირიას, ბეთაშვილის, აგიაშვილის, ბარაკონის, გოგოლის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, თევდორე მღვდლის და აბასთუმნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"-აცხადებენ თელასში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"