"აშშ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე მდგარი საქართველოს მიმართ"

აშშ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე მდგარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასადმი გამოგზავნილ წერილში, რომლითაც მას ახალი თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი პომპეო მილოცვაში ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.

პომპეო აღნიშნავს, რომ აშშ ერთგულია 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე და რომლის თანახმად, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.

„ველოდებით თქვენთან თანამშრომლობას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია და მმართველობა, ეკონომიკა და სავაჭრო თანამშრომლობა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ასევე ადამიანთა შორის კონტაქტები და კულტურული გამოცდილების გაზიარება.

ამერიკის შეერთებული შტატები ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე მდგარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

აშშ-ი ერთგულია 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე და რომლის თანახმად, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს მილოცვაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ბიძინამ თქვა, "პუტინს ბოდიში შევუთვალეო"