დღეიდან მაუწყებლობას ახალი ტელეკომპანია იწყებს

1 ოქტომბერს ტელეკომპანია „ფორმულა" მაუწყებლობას იწყებს. არხის ყურება შესაძლებელია როგორც ე.წ. სახლის ანტენებით, ასევე ე.წ. საკაბელო ტელევიზიებით. 

ტელეკომპანია „ფორმულას“ მთავარი საინფორმაციო გამოშვება ეთერში 5 ოქტომბრიდან, 20:00 საათზე გავა. 25 ოქტომბრიდან „ფორმულას“ ეთერში გავა სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“.

ცნობისთვის: საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრეა; დანარჩენ 49%-ს თანაბრად ინაწილებენ მიშა მშვილდაძე - 12.25%; ირაკლი საღინაძე - 12.25%; გიორგი ლიფონავა - 12.25%; ზუკა გუმბარიძე - 12.25%.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"